ხალხური თამაშობები

გავაკეთეთ ვიდეოფირი, სადაც ავსახეთ ჩვენი მუშაობა ხალხური თამაშობების შესახებ.


Friday, June 9, 2017


საქართველოს არამატრიალური კულტურული მემკვიდრეობის მიერ გამოცხადებული კონკურსი
,,ტრადიციული ხალხური თამაშები''
კონკურსი გამოცხადდა 2017 წლის მარტის თვეში, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლის ან მოსწავლეების მიერ ინფორმაციის მოძიებას უხუცესი მეზობლისგან ან ნათესავისგან ან პაპა-ბებიისგან უძველესი ტრადიციული ხალხური თამაშობების და მისი ,,გაცოცხლების''  შესახებ.
ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო მე-8 კლასის მოსწავლემ ანა გაგნიძემ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო მასალა მოიძია მეზობლისგან-თემო (იგივე ,,ჩიტო'')დემინაშვილისგან.

ჩასატარებელი გაკვეთილი  ძირითადად მოიცავდა ინფორმაციის მოძიების უნარ-ჩვევების განვითარებას, სამუშაოს თანამიმდევრულად შესრულებას, ტრადიციების მნიშვნელობაზე საუბარს, კერძოდ,  ხალხური თამაშობების მიზანს და დანიშნულებას.  ჩვენ თვითონ დავგეგმეთ გაკვეთილი ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.



                                              გაკვეთილის   გეგმა  




საქმიანობა:  ვსაუბრობთ ხალხურ თამაშობებზე, რომელიც უნახავს ან მოუსმენია. ვიხსენებთ აკაკი წერეთლის,,ჩემი თავგადასავლიდან'' ხალხურ თამაშობებს და ვაანალიზებთ.
შემდეგ  ვგეგმავთ  შესასრულებელი სამუშაოს თანამიმდევრობას.   ვნახულობთ  ჩანაწერს, რომელიც უკვე მოძიებული და  მოტანილი აქვს მეზობლისაგან - თემო დემინაშვილისგან,  ვაანალიზებთ, ვსაუბრობთ მის დანიშნულებაზე  და ვიწყებთ  თამაშის ,,ჩილიკაობის'' გაცნობას მესამეკლასელებთან.
 როდესაც მოსწავლეები გაეცნობიან  ხალხური თამაშის შინაარს, მაშინვე სიხარულს გამოთქვამენ გარეთ გასვლაზე და თამაშზე.
 მეორე დღისთვის უკვე მოტანილები აქვთ პატარა ჯოხები-ჩილიკები  და ვაცოცხლებთ თამაშს, არის ჟრიამული. ვავლენთ გამარჯვებულს. პარალელურად  ვიღებთ  თამაშს ვიდეოფირზე.

მიზანი:  მოსწავლეს გავუღვივოთ ინტერესი  ტრადიციული  ხალხური თამაშობებისადმი, გამოვუმუშავოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, ხალხური თამაშობების გაანალიზებისა და მის დანიშნულებაზე მსჯელობის უნარი, მისი გამოყენება-გაცოცხლების უნარ-ჩვევა;

აქტივობა:  დავალებისა და რჩევის მიცემა, პრაქტიკული სამუშაო.

რესურსი:  თამაშის ინფორმაციის შესახებ ვიდეოჩანაწერი, ჩილიკები, ციფრული კამერა.

მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური და შემდეგ ახორციელებს  ჯგუფში;

შეფასება: ინფორმაციის მოძიების უნარი,საკუთარი ნამუშევრის წარდგენის უნარი, ხალხური თამაშის გამოყენება-გაცოცხლების უნარი.

შედეგი: ე.ს.გ.  8.13. მსჯელობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის-ტრადიციული ხალხური თამაშების შესახებ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას , აანალიზებს;
               ე.ს.გ.  8. 10.  განსაზღვრავს მიზანს და დანიშნულებას;
               ე.ს.გ.  8.  5.      გეგმავს შესასრულებელი  სამუშაოს თანამიმდევრობას.

           
           




ხალხური თამაშობები


ვეცადეთ ჩვენ ეს თამაში გაგვეცოცხლებინა


No comments:

Post a Comment